FLORA23 / ABOUT
ჩვენ შესახებ
FLORA23 LLC · საქართველო
Flora23 არის ქართული კომპანია, რომელიც საქმიანობს სამკურნალო და არომატული მცენარეების შეგროვების, გადამუშავებისა და ექსპორტის მიმართულებით. ჩვენი საწარმოო ბაზა მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტში.
ვთანამშრომლობთ ადგილობრივ შემგროვებლებთან და ვამზადებთ მცენარეულ ნედლეულს საბითუმო მყიდველებისთვის. ჩვენი პროდუქცია მოიცავს მცენარეების ფოთლებს, ყვავილებს, ფესვებსა და ნაყოფს, მათ შორის ასკილს. ასევე ვთავაზობთ ბორჯომის ტყის რეგიონში ლიცენზიის საფუძველზე შეგროვებულ კავკასიური სოჭის თესლს — Abies nordmanniana.
გადამუშავება და ხარისხის კონტროლი
მცენარეულ ნედლეულს ვაშრობთ ბუნებრივი და ელექტროსაშრობების გამოყენებით. გაშრობის პირობებს ვარჩევთ პროდუქტის თავისებურებებისა და მყიდველის მოთხოვნების მიხედვით.
ჩვენი სამუშაო პროცესი მოიცავს ნედლეულის მიღებისას შემოწმებას, გაშრობას, გასუფთავებას, პარტიების აღრიცხვას, შეფუთვასა და შენახვას. მყიდველთან შეთანხმებით შესაძლებელია გარე ლაბორატორიაში შესაბამისი ანალიზების ორგანიზება.
გამოცდილება და თანამშრომლობა
კომპანიას ხელმძღვანელობს ლადო გოგალაძე, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის ცხრა წლის გამოცდილება აქვს.
ჩვენი მიზანია გრძელვადიანი თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან. პროდუქტის სახეობას, რაოდენობას, ხარისხის მოთხოვნებს, შეფუთვასა და მიწოდების პირობებს თითოეულ მყიდველთან ინდივიდუალურად ვათანხმებთ. ეს ტექსტი კომპანის შესახებ გვერდზე ავტვირთოთ
დაგვიკავშირდით ↗ვთანამშრომლობთ ადგილობრივ შემგროვებლებთან და ვამზადებთ მცენარეულ ნედლეულს საბითუმო მყიდველებისთვის. ჩვენი პროდუქცია მოიცავს მცენარეების ფოთლებს, ყვავილებს, ფესვებსა და ნაყოფს, მათ შორის ასკილს. ასევე ვთავაზობთ ბორჯომის ტყის რეგიონში ლიცენზიის საფუძველზე შეგროვებულ კავკასიური სოჭის თესლს — Abies nordmanniana.
გადამუშავება და ხარისხის კონტროლი
მცენარეულ ნედლეულს ვაშრობთ ბუნებრივი და ელექტროსაშრობების გამოყენებით. გაშრობის პირობებს ვარჩევთ პროდუქტის თავისებურებებისა და მყიდველის მოთხოვნების მიხედვით.
ჩვენი სამუშაო პროცესი მოიცავს ნედლეულის მიღებისას შემოწმებას, გაშრობას, გასუფთავებას, პარტიების აღრიცხვას, შეფუთვასა და შენახვას. მყიდველთან შეთანხმებით შესაძლებელია გარე ლაბორატორიაში შესაბამისი ანალიზების ორგანიზება.
გამოცდილება და თანამშრომლობა
კომპანიას ხელმძღვანელობს ლადო გოგალაძე, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის ცხრა წლის გამოცდილება აქვს.
ჩვენი მიზანია გრძელვადიანი თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან. პროდუქტის სახეობას, რაოდენობას, ხარისხის მოთხოვნებს, შეფუთვასა და მიწოდების პირობებს თითოეულ მყიდველთან ინდივიდუალურად ვათანხმებთ. ეს ტექსტი კომპანის შესახებ გვერდზე ავტვირთოთ

FLORA23 / ORGANIZATION
კომპანიის მართვის სტრუქტურა
გაეცანით Flora23-ის ორგანიზაციულ სტრუქტურას, პასუხისმგებლობებსა და სამუშაო მიმართულებებს.

